ვინ არიან შემსრულებლები?




ყოველ დღე onliner.ge -ზე ჩნდება ახალი დავალებები. დამკვეთები ეძებენ სანდო შემსრულებლებს თავიანთი საყოფაცხოვრებო ან ბიზნეს ამოცანების შესასრულებლად (დალაგება, საკურიერო მომსახურება, რემონტი, დიზაინი, ტვირთების გადაზიდვა და უამრავი სხვა). იმისათვის რომ შეძლოთ თქვენი მომსახურების შემოთავაზება თქვენ უნდა მიგენიჭოთ შემსრულებლის სტატუსი.


როგორ გავხდე შემსრულებელი?



ყოველ ახალ შემსრულებელს onliner.ge საჩუქრად ჩაურიცხავს ანგარიშზე 5 ლარს იმისთვის, რომ შეძლოთ შემოთავაზებების გაკეთება ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო კატეგორიაში. გაითვალისწინეთ, რომ შემოთავაზება ფასიანია და თქვენი ანგარიშიდან გამოხმაურების დროს ჩამოიჭრება შესაბამისი თანხა. ეს თანხა მითითებულია ინდივიდუალურად კატეგორიის მიხედვით, უშუალოდ გამოხმაურების ღილაკზე.



იმისათვის, რომ გახდეთ onliner.ge-ს შემსრულებელი უნდა გააკეთოთ ორი მარტივი ნაბიჯი:
1) სრულად შეავსოთ თქვენი პროფილი.
2) დააჭიროთ ღილაკს "გახდი შემსრულებელი".



onliner.ge-ს მოდერატორები შეამოწმებენ თქვენი პროფილის შევსების სისწორეს, რის შემდეგ თქვენ მიგენიჭებათ შემსრულებლის სტატუსი.



როგორ მივიღო შეკვეთები?



1) შეავსეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ პროფილში:
    ა) გვიამბეთ თქვენს შესახებ: რამდენი წლის ხართ, სად სწავლობდით და მუშაობდით. დაწერეთ თუ რა უპირატესობები გაქვთ და რას მიიღებს დამკვეთი თუ აგირჩევთ თქვენ დავალების შემსრულებლად.
    ბ) ჩამოთვალეთ რა მომსახურების გაწევა შეგიძლიათ და მიუთითეთ ფასები (მაგალითად: ვმუშაობ მძღოლად, საათში ვიღებ 10 ლარს).



მნიშვნელოვანია: ველში ,,ჩემს შესახებ'' აკრძალულია ნებისმიერი საკონტატო ინფორმაციის მითითება (ტელეფონის ნომერი, e-mail, ყველა სახის ბმულების ჩასმა).



2) დატოვეთ შემოთავაზება დავალებაზე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ და მზად ხართ შეასრულოდ.



მნიშვნელოვანია: დაიცავით სერვისზე მუშაობის წესები და გაეცანით დაბლოკვის ძირითად მიზეზებს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში თქვენი აქაუნტი შეიძლება დაიბლოკოს.




რაზე შეიძლება მივიღო გაფრთხილება ან შემეზღუდოს სერვისთან წვდომა?



1) შემსრულებელმა არ შეასრულა თავისი პირველი დავალება - შემსრულებლის სტატუსის გაუქმება.



2) შემსრულებელმა მიიღო სამი ან მეტი უარყოფითი კომენტარი - შემსრულებლის სტატუსის გაუქმება.



3) შემსრულებელმა პროფილის ველში ჩემს შესახებ ჩაწერა თავისი საკონტაქტო ინფორმაცია, ნებისმიერი ბმული - შემსრულებლის სტატუსის გაუქმება.



4) დავალებაზე გამოხმაურების დროს იხმარა არანორმატიული ლეკსიკა, მიაყენა შეურაწყოფა - სამუდამო ბანი.



5) დავალებაზე გამოხმაურების დროს შემსრულებელი დამკვეთს უწევდა კონსულტაციას- შემსრულებლის სტატუსის გაუქმება.



6) საიტის ადმინისტრაციამ მიიღო საჩივარი დამკვეთისგან (უხეშობა, არაადეკვატური ქცევა, მოლაპარაკების დარღვევა) - შემსრულებლის სტატუსის გაუქმება.



7) შემსრულებელმა დაწერა გამოხმაურება დავალებაზე, მაგრამ უარი განაცხადა შესრულებაზე, წინასწარ დამკვეთთან ამაზე არ შეთანხმებულა და არ გააუქმა თავისი შემოთავაზება - შემსრულებლის სტატუსის გაუქმება.



8) შემსრულებელმა დაწერა გამოხმაურება დავალებაზე მაგრამ შესასრულებლად გაუშვა სხვა პირი (მეგობარი, ნათესავი, მეზობელი) - შემსრულებლის სტატუსის გაუქმება.



9) შემსრულებელმა დაარღვია პროფილის ფოტოსურათის ატვირთვის წესი. სურათზე უნდა იყოს უშუალოდ მომხმარებელი (სახე პროფილში), უცხო პირების, ცხოველების და ნივტების გარეშე.



10) შემსრულებელმა დაარღვია საიტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის წესები. საიტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ,,საიტზე მუშაობის წესები''-ს დაცვას. ასევე იძლევა რეკომენდაციას პროფილის და გამოხმაურების სწორ შევსებაზე. ადმინისტრაციასთან გაურკვევლობის შემთხვევაში კონტაქტი უნდა მოხდეს პირდაპირი გზით (ელფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით). აკრძალულია საჯარო კამათი ადმინისტრაციასთან მისი გადაწყვეტილების თაობაზე. ყველა საკითხზე, პრეტენზიაზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე support@onliner.ge